ორშაბათი, მაისი 13, 2024
spot_img

ტოპ 5 ამ კვირაში

spot_img

დაკავშირებული პოსტები

ციფრული და სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და მენეჯმენტი – ონლაინ კურსი

ციფრული და სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და მენეჯმენტი – ონლაინ კურსი

JSN მედია გთავაზობთ სასწავლო კურსს სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვისა და მენეჯმენტის
შესახებ. გამოცდილი სოციალური მედიის მენეჯერები და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტები
ერთთვიანი კურსის ფარგლებში გაგიზიარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

კურსის ინტერაქტიული მოდულების საშუალებით შეისწავლით სოციალური მედიის ძირეულ
პრინციპებს, მარკეტინგის საფუძვლებს (როგორ განსაზღვროთ აუდიტორია სწორად), კონტენტის
შექმნის წესებს, პლატფორმების შერჩევის კრიტერიუმებს და აუდიტორიის ქცევის ანალიზს. კურსის
ფარგლებში პრაქტიკულად შექმნით სხვადასხვა სოციალური მედიის არხისთვის განკუთვნილ
კონტენტს.
პრაქტიკული რჩევებით და რეალური მაგალითების განხილვის გზით თქვენ დაეუფლებით
კომუნიკაციის მენეჯმენტის ხელივნებას, კრიზისული კომუნიკაციების მართვას და რეპუტაციულ
მენეჯმენტს სოციალურ მედია სივრცეში.
საკითხები, რომელსაც ამ კურსის ფარგლებში მიმოიხილავთ:
● სოციალური მედიის როლი თანამედროვე სამყაროში;
● სოციალური მედიის სტრატეგიისა და კამპანიების ამოცანების განსაზღვრა;
● ინტერაქტიული კონტენტის შექმნა სხვადასხვა პლატფორმებისთვის;
● რეკლამის განთავსება სოციალურ მედიაში და მიზნობრივი აუდიტორიის სწორად შერჩევა;
● სოციალურ მედიაში აქტივობის ანალიზი და აუდიტორიის ქცევის განსაზღვრა;
● ონლაინ ქსელის შექმნა და მართვა;
● კრიზისების მართვა და ბრენდის რეპუტაციაზე მუშაობა;
● ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სოციალურ მედიაში.
პროგრამა დაიწყება 2024 წლის აპრილის ბოლოს. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ (ქართულ,
ინგლისურ და სპარსულ ენებზე) და აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
კურსზე ველით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ფინანსურ სექტორში, სტარტაპებში, აკადემიურ
სექტორში, ბლოგის წერაში ან ბიზნესის სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნაში
გამოცდილება. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა 2024 წლის 13 აპრილამდე.
https://form.jotform.com/203194525819460

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

პოპულარული სტატიები